ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს - "დემოკრატიის ჰაბს" გახსნის.
"ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა.
"დემოკრატიის ჰაბი" იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც, ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%.